|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ნინო ოდიშარიას ამავე დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ჯინჯოლავას
|
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ქალბატონო ნინო,
როგორც მოგეხსენებთ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმდინარე წლის 20 ივლისის № 01-193/მ ბრძანების საფუზველზე, 23-28 ივლისს სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - ნატო ჩაფიძე იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის მიზანი იყო პოლონეთის დედოფლის წმ. იადვიგას სახელობის ფონდის პროექტის - „შშმ პირთა პროფესიული და საზოგადოებრივი რეინტეგრაციის ცენტრის მოდელის შექმნისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებაში“ მონაწილეობის მიღება და მათთან არსებული ოკუპაციური თერაპიის, პროფესიული აქტივობის თერაპიული ცენტრების, პროფესიული აქტივობის საწარმოების, კლუბების, საზოგადებრივი ინტეგრაციის ცენტრების და სოციალური საწარმოების მონახულება. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის პოლონეთის დახმარების ფარგლებში. ვიზიტზე იმყოფებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. პროექტის მიზანია, შშმ პირთა დღისა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გარემოს ადაპტაციისა და მცირე სახელოსნოების განვითარების საკითხებში პოლონეთის პრაქტიკის გაზიარება. სამომავლოდ იგეგმება პოლონელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, ასევე სასწავლო ვიზიტი პოლონეთში. მიღებული ინფორმაცია საქართველოს მხარეს ხელს შეუწყობს შშმ პირთა რეაბილიტაციის და ინტეგრაციის ცენტრის მოდელის შექმნაში. დანართის სახით წარმოგიდგენთ მოხსენებას „შშმ პირთა პროფესიული რეაბილიტაციის მხარდაჭერის სისტემა პოლონეთის საზოგადოებრივი და პროფესიული რეინტეგრაციის ცენტრებში,“ რომელშიც აღწერილია ოკუპაციური თერაპიის, პროფესიული აქტივობის თერაპიული ცენტრების, პროფესიული აქტივობის საწარმოების, კლუბების, საზოგადებრივი ინტეგრაციის ცენტრებისა და სოციალურ საწარმოების მუშაობის პრინციპები.
პატივისცემით,
სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჯინჯოლავა |